კოლუმბიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 44 ბავშვია.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმამ ქალაქ მოკოაში წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც, მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლებიდან გაქცეულიყვნენ.
მაუწყებლის ცნობით, რელიეფის გამწმენდ სამუშაოებში 1 000-მდე პოლიციელი და ჯარისკაცი მონაწილეობს.
როგორც ცნობილია, გაწმენდითი სამუშაოები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.