მიშა სულუხია, რომელიც საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური შოუდან გაიცნო, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამაღელვებელ სტატუსს და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს _ “ჩემი ლაღი და თბილი დედიკო, ხალხო. როგორ მტკივა. დეე, მაპატიე, ამჯერად ვერ გიშველე,_ წერს მიშა სულუხია.
ახალგაზრდა მომღერალი სასწავლებლად შვეიცარიაში იმყოფებოდა. იგი საქართველოში დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა.
მიშას დედას მსახიობ მაია მილორავას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მან თურქეთში მძიმე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved