სანკტ პეტერბურგის მეტროში სამართალდამცავებმა, შესაძლოა, მომხდარი აფეთქებაში ეჭვმიტანილის სხეულის ნაწილები იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ადამიანის სხეულის ნაწილები, რომელიც აფეთქებული მეტროს მესამე ვაგონში იპოვნეს ეჭვმიტანილს ეკუთვნის“,_ აცხადებენ კომიტეტში.
მათი თქმით, ბომბმა აფეთქების დროს, შესაძლოა, თავდამსხმელის დანაწევრება გამოიწვია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კაცი უკვე იდენტიფიცირებულია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მის ვინაობას ჯერ არ გაასაჯაროებენ.
როგორც ცნობილია, გუშინ სანკტ პეტერბურგის ერთ-ერთ მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ბომბი მოგვიანებით სხვა მეტროსადგურზე აღმოაჩინეს და გააუვნებლეს.
დღეს კი ანონიმური ზარის საფუძველზე მეტროსადგურები დაიკეტა.
ამავე თემაზე:
რა გახდა სანკტ პეტერბურგში მეტროსადგურის დაკეტვის მიზეზი
სანკტ პეტერბურგის ერთ-ერთ მეტროსადგურში ბომბი აღმოაჩინეს