“დღეს ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ოფიციალურად თავის პრესსამსახურთან და გუნდთან ერთად აგრარულ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხოდ მომმართა რეკომენდაციისათვის “საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში” გაწევრიანებისათვის.
დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ რეკომენდაცია გამეწიოს პიროვნებისთვის და პარტიის ხელმძღვანელობას არ დაეკმაყოფილებინოს.
თუმცა, ვაღიარებ, რომ ხშირ შემთხვევაში, გაწბილებული გამოვსულვარ კადრების შერჩევაში, რადგან არ გაუმართლებია.
ამიტომ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიმიღია დღეს და ქალაქის მერს მივეცი გამოსაცდელი ვადა გამოსწორებისათვის”, _ წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” წევრი დავით მამალაძე.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიროიძე, აღნიშნული პოსტის საპასუხოდ მამალაძეს ექიმთან მისვლას ურჩევს:
_ საკითხავია, ბატონი დავითი საკუთარ თავს დასცინის თუ საზოგადოებას?! ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. კარგი იქნება, თუ ექიმს გაესინჯება, _ აღნiშნა ბეგლარ სიორიძემ.