რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი როგავები გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ. დაკავებულები თავდაპირველად სოფელ საბერიოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი, მამა-შვილი სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება. დაკავებულის ოჯახი სოციალურად დაუცველია და მას და გამოსასყიდისთვის თანხა არ გააჩნია, ოჯახი დახმარებას ითხოვს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved