ეროვნული სატყეო სააგენტოს (ესს) სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს სატყეოს ტერიტორიაზე, ბზის ტოტებით დატვირთული ნივა შეაჩერეს, რომელსაც სასულიერო პირი მართავდა.
როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, სამართალდარღვევის ფაქტზე მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
წყარო: www.livepress.ge