პრეზიდენტმა მმართველ გუნდს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდამოუწოდებს.
“საკონსტიტუციო უმრავლესობა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, ამავდროულად – თამამი რეფორმების და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, რეფორმების დინამიკა კი, არ არის შთამბეჭდავი.
სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია დღევანდელი დებატები. ველი დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.