„ყბების“ მეტსახელით ცნობილმა კალიფორნიელმა ჯოუი ჩესტნატმა მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება სოსისების ჩქაროსნული ჭამის მსოფლიო ჩემპიონატში და განიმტკიცა ჰოთ-დოგების საუკეთესო მთანთქავის რეპუტაცია.
ეს მხიარული ასპარეზობა გაიმართა ნიუ-იორკის კონი-აილენდის ნახევარკუნძულზე.
28 წლის ჯოუი ჩესტნატმა 10 წუთში გადაყლაპა 68 ჰოთ-დოგი და პრიზის სახით მიიღო 10 ათასი დოლარი და ჩემპიონის ქამარი. დაჯილდოებისას, შეჯიბრების გმირმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ახალ ჩემპიონატს.
მეორე ადგილი ერგო ტიმ იანისს, რომელმაც 52 ჰოთ-დოგი დაძლია.
ქალთა შორის გამარჯვება წილად ხვდა „შავ ქვრივს“, სონია ტომასს. მან 10 წუთში 45 ჰოთ-დოგი გადასანსლა.
საგულისხმოა, რომ პირველი კონკურსები ჯერ კიდევ 1916 წელს არის ჩატარებული და კვების ეს უჩვეულო პროცედურა გრძელდებოდა 10 წუთს. ახლაც გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც მეტ ჰოთ-დოგს მიოუღებს ბოლოს ამ 10 წუთში.