ეგვიპტეში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, აბდელ ფათახ ალ-სისმა,მას შემდეგ მიიღო, რაც 2 კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა.
როგორც ცნობილია, აფეთქებების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.