CNN-ის ინფორმაციით, გაეროში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ნიკი ჰალი აცხადებს, რომ ქიმიური იარაღით განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ ასადის სირიის ხელისუფლებიდან წასვლა გარდაუვალია.
„ასადის წასვლა არ არის ერთადერთი პრიორიტეტი. ჩვენ ვცდილობთ დავამარცხოთ „ისლამური სახელმწიფო“, გარდა ამისა, ვერ ვხედავთ სირიაში მშვიდობას ასადის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში. ვითარება არის ძალიან რთული და არ არსებობს მარტივი პასუხი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა უნდა მოხდეს“,_განაცხადა ჰალიმ.
ჰალის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის ხედვით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იქნება, თუ ასადი ხელისუფლებაში დარჩება.
„თუ დააკვირდებით მის ქმედებებს, შექმნილ ვითარებას, შეუძლებელია მთავრობა იყოს მყარი და მშვიდი ასადთან ერთად“,_განაცხადა მან.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თქმით, სირიაში რეჟიმი უ8ნდა შეიცვალოს.
„რეჟიმის შეცვლა არის ის, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს, რადგან ყველა მხარე ხედავს, რომ ასადი არ არის ლიდერი“,_ამბობს ის.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ავიაიერიში სირიაში სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებით განხორციელდა, რაშიც ასადის ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თუმცა სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის ფლობას და მის გამოყენებას უარყოფს.
გავრცელებული ცნობით, მომხდარის შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე:
რა მოხდა სირიაში და ვის ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
“ბარბაროსულ იარაღს იყენებენ, ყველამ პასუხი უნდა აგოს”, _ სტოლტენბერგი