ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომლითაც ადრეულ სტადიაზე ახდენენ ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკას.
სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ფრჩხილში არსებული ნიკოტინის დონე განსაზღვრავს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
ექსპერიმენტში 800 მამაკაცი მონაწილეობდა. სპეციალისტების დასკვნით, მამაკაცებში, რომელთა ფრჩხილშიც აღმოჩნდა ნიკოტინის მაღალი შემცველობა, 3-ჯერ მეტია ფილტვის კიბოს განვითარების რისკი, ვიდრე იმ მამაკაცებში, რომელთა ფრჩხილშიც ეს მაჩვენელი იყო მცირე.
მეცნიერებმა კვლევის დროს შენიშნეს ერთი საგანგაშო ფაქტი: ექსპერიმენტის ზოგიერთ არამწეველ მონაწილეს ასევე აღმოაჩნდა ნიკოტინის მაღალი დონე. სპეციალისტების თქმით, მავნე ნივთიერება მათ ორგანიზმში აღწევდა მხოლოდ პასიური მოწევის შედეგად.