ძლიერი ქარის გამო პრობლემებია გურიაში.
მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოთხრილია ხეები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი უშუქოდაა დარჩენილი:
_ ამ დროისთვის ელექტორენერგია არ მიეწოდება შუასურებს, ზემოსურებს, ჩხაკაურასა და ზოტს. მოთხრილია რამდენიმე ხე. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცხელი ხაზია ამოქმედებული და ყველა სამსახური მობილზიებულია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ.
გურიაში ახლაც ძლიერი ქარია.