საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ისევ ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
სინიპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 8-13 მეტრი წამში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში _ 11-16 მეტრი წამში იქნება.
დედაქალაქში ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, რომლიოს სიჩქარე 20-25 მეტრი წამში იქნება.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას _ დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20- 24 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში 16 გრადუსი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსები გამოდარებას 26 აპრილიდან პროგნოზირებენ.