კომპანიამ “Google“ საპატენტო განაცხადი შეიტანა მიკრო კამერაზე, რომელიც შეიძლება მოთავსდეს საკონტაქტო ლინზებში.
სისტემა, დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანებსა და ბრმებს ქალაქში უკეთ ორიენტაციის საშუალებას მისცემს.
მას შეუძლია, მაგალითად, ხალხმრავალ ქუჩასთან მიახლოების დროს სმარტფონზე გადასცეს ხმოვანი სიგნალი.
პატენტში ნათქვამია, რომ ლინზებში ჩამონტაჟებული უნდა იყოს კამერის რამდენიმე კომპონენტი და სენსორები. სენსორები შეიძლება დაპროგრამირდეს ისე, რომ შეეძლოს სინათლის, ზოგიერთი ობიექტის, ადამიანის სახეების, მოძრაობისა და ა.შ. გარჩევა. სისტემის მართვა მომხმარებელს თვალის დახამხამებით შეეძლება.