საუკეთესო დეიდის საპატიო წოდება ქეით მიდლტონის უმცროს დას პიპა მიდლტონს ერგო. ასევე, საპატიო დეიდებად დასახლდნენ კიმ კარდაშიანი, ვიქტორია ბექჰემი, რიანა და ბიონსე.
გამოკითხვაში, რომელიც ბრიტანეთში ჩატარდა, პიპა უილიამმა ხმების 25 პროცენტი დააგროვა. მის მიმართ სიმპათია სტილის, კულინარიული ნიჭისა და ნათესავებთან კარგი ურთიერთობის გამო გამოხატეს.
მეორე ადგილი რეიტინგში კიმ კარდაშიანმა დაიკავა. კიმი ორი ბავშვის დეიდაა, მის დას კორტნის ბიჭი და გოგონა ჰყავს.
ხმების 15 პროცენტი მოიპოვა ვიქტორია ბექჰემმა და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. მას დისშვილი ჰყავს.
მეოთხე ადგილზე მოხვდა რიანა. დანარჩენი ადგილები შერილ კოულმა, ბიონსემ, კაილი მინოუგმა, ხლოია კარდაშიანმა, კელი ოსბორნმა და ზოი დეშანელმა გადაინაწილეს.