პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა.
უსუფაშვილის თქმით, პარტიის ფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მოხდება.
“ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამისთვის ვიქნებით მზად და არა ერთპარტიულობისთვის. დაინტერესებული ვიქნებით პოლიტიკური ოპონენტების სიძლიერით და მოწადინებული ვიქნებით იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს მაღალი”,– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.