ბოლო დროს, ფრანგი მსახიობი ვინსენ კასელი უცხოური გამოცემების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ასევე, პაპარაცების ობიექტივშიც აღარ ჩანდა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, მონიკა ბელუჩის ყოფილ ქმარზე ახალი ამბები იტალიური პრესიდან გავრცელდა. სწორედ ამ ქვეყანაში მიმდინარეობს ახალი ფილმის გადაღებები, რომელშიც ვინსენ კასელი მონაწილეობს. მსახიობი ჟურნალისტებმა იტალიის ვიწრო ქუჩებში შენიშნეს.
კასელი ტრადიციულ იტალიურ სამოსში იყო გამოწყობილი. ეცვა ყვავილებიანი შარვალი, შუა საუკუნეების ფეხსაცმელი და თავისუფალი პერანგი, რომელშიც მისი ძლიერი მკერდი თვალსაჩინო იყო.
აღსანიშნავია ის, რომ გამვლელების ყურადღება არა მისმა ჩაცმულობამ, არამედ კასელის ახალმა ვარცხნილობამ მიიქცია. ფილმისთვის მსახიობმა თმა მხრებამდე გაიზარდა.