დღეს, ქობულეთში ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილე იზეიმეს. გამგეობის მხარდაჭერით პოეტის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. თვითმმართველობის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პოეტის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზურაბ გორგილაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. სასულიერო პირებმა პოეტის სულის უკვდავსაყოფად პანაშვიდი გადაიხადეს.
მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატა, სოფელ გორგაძეებში პოეტის მამისეულ სახლში ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. ამიერიდან ყველას ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ზურაბ გორგილაძის ხელნაწერებს, ფოტო-არქივს და მუზეუმში დაცულ სხვადასხვა ექსპონატებს.
დღესვე, დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლის ეზოში ზურაბ გორგილაძის მონუმენტი გაიხსნა. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქობულეთის კულტურის სახლში გალა კონცერტით დასრულდა. ქობულეთის #1 საჯარო სკოლის ორგანიზებით, ზურაბ გორგილაძის იუბილსადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. (R)