კანადაში, ქალაქ მონრეალში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მონრეალში მაშველებმა 221 ადამიანი საცხოვრებელი სახლებიდან დატბორვის გამო გამოიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, მონრეალის გარდა, უნალექობას ებრძვიან კვებეკის პროვინციის სხვა ქალაქებშიც.
როგორც ცნობილია, მოსული ნალექის შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა, ხოლო 126 მუნიციპალიტეტი წყალდიდობის ზონად განიხილება.
მაუწყებლის ინფორმაციით, კვებეკის გარემოს დაცვის მინისტრმა, დევიდ ჰეურტელმა მოსულ ნალექს “ისტორიული” უწოდა.