იუსტიციის უმღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე უვადო მოსამართლედ აირჩია.
საბჭოს 15-წევრიდან ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას 11-მა მხარი დაუჭირა და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში, მოსამართლედ ასევე უვადოდ ოთარ სიჭინავა გაამწესეს.
ხოლო იუსტიციის საბჭომ უკვე მეორედ მხარი არ დაუჭირა სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის, გიორგი ჩემიას მეორე ვადით გამწესებას. ჩემიას უარი საბჭომ 2016 წლის 14 ივლისსაც უთხრა.
ცნობისთვის, 2002-2006 წლებში გიორგი ჩემია იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში;
2006-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
2010 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
ასევე, უვადოდ არ დანიშნეს გახმაურებული საქმეების პროკურორი რევაზ ნადოიც. ნადოის საბუთები სააპელაციო, სისხლისა და დაგამოძიებო პალატებში ჰქონდა შეტანილი.