კუნძულ ბორნეოზე ბინადრობს ჭიანჭველა-კამიკაძე, რომელიც მეომარი ჭიანჭველების შემოსევისას „ჰარაკირს“ იკეთებს.
მტერს მიეკვრება, თავის მუცელს ისე ბერავს, რომ უსკდება და მოწინააღმდეგეს შხამიანი შიგთავსი გადაესხმება.
შხამი ისეთი წებოვანია, რომ ჭიანჭველა მტაცებელს მტკიცედ ეწებება და განწირული აგრესორიც მალე იღუპება.