დღეს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ლანჩხუთში იმყოფებოდნენ.
გიგი უგულავას განცხადებით, პარტიას ყველა მუნიციპალიტეტში ეყოლება გამგებლის კანდიდატურები.
„პარტიას აუცილებლად ეყოლება გამგებლობის კანდიდატი, როგორც ლანჩხუთში, ასევე, ჩოხატაურში. ოზურგეთის საკითხი, როგორც დანარჩენი თვითმმართველი ქალაქის საკითხი გაურკვეველია. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვეყოლება თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი“, _ თქვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
უგულავას ინფორმაციით, პარტია თბილისის მერობის კანდიდატსაც დაასახელებს, რომლის ვინაობასაც საზოგადოება 27 მაისს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე გაიგებს.
„ჩვენ თვითმართველობის არჩევნებზე წარვდგებით, როგორც გამგებლის კანდიდატით, ასევე, გვექნება პარტიული სია. კანდიდატებს სხვადასხვა დემოკრატიული მეთოდით შევარჩევთ. თბილისის მერობის კანდიდატად მე არ განვიხილები, 27 მაისს, ყრილობაზე საზოგადოება გაიგებს მის ვინაობას. თბილისში ვატარებთ „კარდაკარის“ პროგრამას და ვისაც უკეთესი პოზიციები ექნება, ის იქნება ჩვენი კანდიდატი“, თქვა უგულავამ.