დეკანოზის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაური უარყოფს ადვოკატების გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეკანოზის საქმეში ინტიმური ვიდეო მასალა არსებობს.
„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის სიცრუე. ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას გამოსვლის პასუხად, რომელმაც ბრალდების მხარე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით დაშანტაჟებაში დაადანაშაულა.