საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე დილიდან ხალხმრავლობაა.
ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისის მერი დავით ნარმანია 26 მაისს თბილისს და საქართველოს მოსახლეობას ულოცავს და იმედოვნებს, რომ ღონისძიებებს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაესწრება.
„ყველას გილოცავთ, ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა. რუსთაველის გამზირზე ბევრი ადამიანია და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიწყო როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან დატვირთული პროგრამაა. დღევანდელი საღამო დასრულდება გალა კონცერტით“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ, რომელიც 26 მაისის ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად მივიდა.