წელს პირველად, 26 მაისს, ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარებმა თექაზე ნამუშევარი და ყელსაბამები წარმოადგინეს. გამოფენა-გაყიდვისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპეციალურად შეირჩა.
“წელს არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები რეგიონის განვითარების“ დახმარებით დავიწყეთ თექაზე მუშაობა. სამი თვის განმავლობაში შევისწავლით სრულ კურსს და შემდეგ ვეცდებით, რომ უფრო მეტი ნამუშევარი წარმოვადგინოთ საზოგადოების წინაზე“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას “გურიას“ ბენეფიციარმა თამუნა ლურსმანაშვილმა.
გამოფენა-გაყიდვაზე 10 ბენეფიციარის 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.