საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩოხატაურში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს, რომელიც გალა კონცერტით დასრულდა, სადაც კულტურის ცენტრის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და სამუსიკო სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებიც გამოვიდნენ.
მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება რამდენიმე თვის წინ შექმნილი ანსამბლ “როკვას” მიერ შესრულებულმა ცეკვამ “ნარნარი” დაიმსახურა.