საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #5 პენიტენციურ დაწესებულებას კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეწვია და სპექტაკლი „სხვა საქართველო სად არი?!“ გამართა.
სპექტაკლის სცენარი ცნობილი ქართველი პოეტების ლექსების მიხედვითაა შექმნილი. მისი ავტორი და დამდგმელი რეჟისორია მერაბ ყოლბაია. სპექტაკლში თავად რეჟისორი, ასევე, მსახიობები პაატა ვახტანგიშვილი, ნინო შავგულიძე, რამაზ ხომასურიძე, მარიამ ყოლბაია მონაწილეობდნენ.
სპექტაკლის პარალელურად, დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალბატონების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი ნივთების გამოფენა მოეწყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გაიმართა. (R)