ავღანეთში მომხდარი აფეთქების დროს ტელეკომპანია BBC-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ოთხი ჟურნალისტი კი მძიმედ დაშავდა.
ტელეკომპანიის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაღუპულია მუჰამედ ნასირი, რომელსაც აფეთქების დროს ჟურნალისტები ტელეკომპანიის ოფისში გადაყავდა.
დღეს ქაბულში საელჩოებთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით მსხვერპლის რაოდენობა 80-ს აჭარბებს.