სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე რამდენიმე წუთის წინ პატრიარქს შეხვდა.
როგორც ანზორ ჩუბინიძემ “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ კომენტარში აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა პატრიარქის დაცვის ახალი უფროსის კანდიდატურა იყო:
“უწმინდესთან გავიარეთ დეტალები და ვითხოვეთ რამდენიმე დღე ახალი კანდიდატურის შესარჩევად. ამ ეტაპზე კანდიდატურა არ გვყავს. პატრიარქის სურვილიცაა, რომ ახალი უფროსი დაკვირვებით შეირჩეს და სიჩქარე საჭირო არ არის”, _ აღნიშნა ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, ახალი უფროსის კანდიდატურა, მაქსიმუმ, ერთ კვირაში შეირჩევა.
რაც შეეხება უკვე ყოფილ უფროსს _ ბუჩუკურს, ჩუბინიძის განმარტებით, ის სხვა თანამდებობაზე გადაყავთ და ამ ცვლილებაში სკანდალური არაფერია.