პოპმუსიკის დედოფალი მადონა (ლუიზა ვერონიკა ჩიკონე) დიდ სცენას ტოვებს. არადა, ცოტა ხნის წინ ხან რელიგიაში “გადავარდა”, ხან “ოჯახს სწირავდა თავს”, მაგრამ სიმღერის გარეშე ვერ გაძლო და დაბრუნდა.
“ამჯერად ყველაფერი კარგად გავიანგარიშე – ფიტნესცენტრების ქსელი უკვე მაქვს, ახლა პრესტიჟული ღამის კლუბების ქსელს ვხსნი მალაიზიელ ინვესტორთან ერთად.
დიდი სცენა უდიდეს ენერგიას მართმევს, დავიღალე. სიმღერის ჟინს ღამის კლუბებში მოვიკლავ. პირველის პრეზენტაცია მალე გაიმართება ლონდონის პრესტიჟულ უბანში“, _ განაცხადა მადონამ.