მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს, პირველ კომენტარს “გურია ნიუსთან” აკეთებს გიგლა აგულაშვილი:
“მაღალი ჟურნალისტური სტანდარტია, ალბათ, არ ჰკითხო ვისაც ეხება და ისე იჭორაო.
უცხოეთში ვარ და სამინისტროში არ ყოფნამ, როგორც ჩანს, მავანთა ფანტაზიას მისცა გასაქანი”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გარემოს დაცვის მინისტრმა.