შტუტგარტში, გერმანელი ავტოდილერების საერთაშორისო ცენტრის _ “მალენვერქსის” შენობაში, გაიხსნა სასტუმრო “V8 Hotel”-ი. აქ ღამის გათევა 300 ევრო ღირს და ჩანს, “გიჟი ავტომოყვარულებისთვის” არის განკუთვნილი _ ნომრებში საწოლები ძვირფასი მარკის ავტომობილებშია მოწყობილი, საშხაპეები ავტოსამრეცხაოს მსგავსია, ხოლო კაფე… ბენზინგასამართი სადგურისა!
სასტუმრო მუდამ სავსეა და არცთუ იშვიათად მას “ვიპ-პერსონებიც” სტუმრობენ, თუმცა, მათ ვინაობას საგულდაგულოდ მალავენ _ ჩანს, მთლად “გიჟი ავტომოყვარულის” სახელი დიდად არ ხიბლავთ…