სტიქიისგან დაზიანებული გზა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში უკვე გახსნილია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ჩხაკაურაში, სადაც ზოტის მსგავსად, მეწყერი ჩამოწვა, თუმცა საავტომობილო მოძრაობა არ შეწყვეტილა.