პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა,ნებისმიერი კანონის დარღვევა ნებისმიერის მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, ყველა უნდა დაისაჯოს და სასჯელი ინდა იყოს თანაზომიერი.
“რაც შეეხება მართლმსაჯულების მუშაკების მიმართ დამოკიდებულებას, ჩემი აზრით, მათი პატივისცემა არის ნებისმიერი სახელმწიფოს დასაყრდენი”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოახდინა თუ არა ბერა ივანიშვილის განცხადება გავლენა მოსამართლის გადაწყვეტილება, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ეს ასე არ არის.
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა ჩვენგანი მაშინვე გამოეხმაურა ამ მოვლენებს, თუმცა ვფიქრობ, რომ პრემიერის და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა ამ შემთხვევაში ბერას კომენტარს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა არ შეწყვეტილა.
“ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას. ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. პრემიერის განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღის წესრიგში ეს დამდგარიყო უფრო მალე ვიდრე დაგეგმილი იყო”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
1tv.ge