დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და სპორტის განვითარების ცენტრის ინიციატივით, 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოეწყო ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ გამოფენას არაერთი ოზურგეთელი ეწვია. ადამიანები ცრემლითა და ტკივილით იხსენებდნენ დაღუპულ ახალგაზრდებს, რომელთა სიცოცხლე სტიქიამ შეიწირა.
_ ეს გამოფენა ოზურგეთელი სტუდენტის გიორგი მენაბდის დახმარებით მოვაწყეთ. მან დაამზადა ტრაგედიის ამსახველი ფოტოები. გასულ წელს ივლიტას ბიბლიოთეკაში გამოვფინეთ. წელს კი გადავწყვიტეთ, აქ, ღია ცის ქვეშ მოგვეწყო. ჩვენ მუდამ გავიხსენებთ სტიქიის დროს დაღუპულ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთ-ერთი, ივლიტა ჯიბუტი გურიის რეგიონიდან იყო, _ გვითხრა გამოფენის ორგანიზატორი ა(ა)იპ სამსახურის სპეციალისტმა ხატია გიორგაძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ „ვერეს თაობას“, რომელმაც სტიქიის შემდეგ არნახული სამუშაოები ჩაატარა, წარმოადგენს გიორგი მენაბდეც.
„ის ფიზიკურად შრომობდა იქ და წუთით არ მოშორებია თანატოლებს, _ გვითხრა მან.