აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისის ზოოპარკში კუების ტრადიციული რბოლა _ “ზოოპოლის-500” გაიმართა.
“ზოოპოლის-500” ნამდვილი საავტომობილო რალივით არის გაფორმებული ჭადრაკული ალმებით. მოასპარეზე კუებს მონაწილის ნომრებით დამშვენებული სპეციალური ფორმები აცვიათ და თითოეულს სახელიც კი აქვს მინიჭებული.
მართალია, ნამდვილ რალის გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავს, მაგრამ არც კუებს აკლიათ გულშემატკივარი.
წელს გაიმარჯვა ადგილობრივი მოტომრბოლელის, რაიან უელდონის სახელით მოასპარეზე კუმ. “უსწრაფესი” დაფნის გვირგვინით შეამკეს და რძეც დაალევინეს. საუკეთესო ხილის სალათა კი ყველა მონაწილე კუს ერგო.