„იარე ნელა! აიცავი ჩემი უსაფრთხოება! ზებრასთან სდექ!” _ ქალაქ ოზურგეთის #1, #2, #3, #4, #6, #7, #8, #9 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ამ მოწოდებით ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე ფლეშმობი გამართეს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის, მაის-ივნისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს, მედიასახლ „გურია ნიუსის“, გურიის ახალგაზრდული გაზეთის „21-ს ქვევით“, მხარდაჭერით, ა(ა)იპ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგამანათლებლო ცენტრის და რვავე ფილიალის ჩართულობით გახორციელდა საგზაო უსაფრთხოების ნორმების სწავლება საბავშვო ბაღებში.
#1, #2, #3, #4, #6, #7, #8, #9 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა აღმზრდელების თანადგომით კიდევ ერთხელ გაიხსენეს უსაფრთხოების ნორმები; იმიტირებულ შუქნიშანთან და ზებრა გადასასვლელთან, ტროტუარზე და გზის სავალ ნაწილზე მოქცევის წესები სახალისო აქტივობებით გაიხალისეს.
ასევე გზავნილად დაუტოვეს მშობლებს და უფროსებს სლოგანი: „იარე ნელა! დაიცავი ჩემი უსაფრთხოება!“
ერთთვიანი პროექტის დასასრულს, პატარებმა ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე ფლეშმობი მოაწყვეს და კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოწოდება: „იარე ფრთხილად!