საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ენძელა მაჭავარიანი “ენმ”-ს წვერს, რომან გოცირიძეს პასუხობს. მაჭავარიანის თქმით, გოცირიძეზე – “ქლიავი”- “გადასარევი ეპითეტია”. მაჭავარიანმა გოცირიძეს “ჯოჯოხეთის მუგუზალი” და “ახალ ნაციონალებზე” უფრო საშიში უწოდა.
“თქვენ რატომ ხართ იცით ახალ ნაციონალებზე უფრო საშიში, თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, მოგვატყუეთ, გაძარცვეთ ქვეყანა და ვითომ იმათ თავისი არ ეყოფოდათ, თქვენ რომ არ დამატებოდით ჯოჯოხეთის მუგუზალი”, _ უთხრა მაჭავარიანმა კოლეგას.