სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა, რამდენიმესაათიანი დაგვიანების შემდეგ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ერთ-ერთი მგზავრის, კოტე მათითაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა.
რის გამოც, სტამბოლი-თბილისის რეისის მგზავრები დაახლოებით ოთხსაათიანი შეფერხების შემდეგ, თბილისში სხვა რეისით დაბრუნდნენ.
მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი აფრენიდან 15-20 წუთში დაეცა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია.
„როგორც გვითხრეს, 80 პროცენტი იყო იმის შანსი, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო“, _ აცხადებენ მგზავრები.
მათივე თქმით, ბორტზე მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა.