პორტუგალიაში ხანძრისგან თავი ერთ-ერთი სოფლის 12-მა მაცხოვრებელმა წყლის ავზში დამალვით გადაირჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მაცხოვრებლებმა, რომელთა შორის 95 წლის ასაკის ქალიცაა, წყლის ავზში 6 საათზე მეტი დრო გაატარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შაბათს დაიწყო და 62-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
პოლიციის თქმით, ცეცხლის გაჩენა, შესაძლოა, მეხის ჩამოვარდნას გამოეწვია.