საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე ზარ-ზეიმით 2016 წლის 19 ნოემბერს გახსნა. გახსნიდან რამდენიმე დღეში, შპს “ვექტორის” მიერ ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ლარად აშენებულ სასახლეში “გურია ნიუსმა” უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა.
ფანჯრები, რომლებიც არ იღება, ვენტილაცია მხოლოდ ფოიესა და დარბაზში; “თაგვების საპატივცემულოდ” დატოვებული საჰაერო კარებსა და იატაკს შორის _ რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ შენობას არც საგრიმიორო აქვს, არც გასახდელი და არც სარეპეტიციო დარბაზი.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლებმა ამ ყველაფრის გამოსწორების პირობა დადეს და ინსპექტირების ჯგუფმაც შესაბამისი რეაგირება დაანონსა, გაირკვა, რომ პრობლემებმა მოკლების ნაცვლად მოიმატა.
შენობაში წყალი ჩადის. დაზიანებულია ფასადი, შიდა კელდებს უკვე ბზარი აქვს. ვერანდებზე არსებული თუნუქები უკვე დაჟანგულია და მეტლახიც ბევრ ადგილზეა გატეხილი.
თუმცა, პრობლემები ამით არ შემოიფარგლება _ რა ვალდებულებები აქვს კომპანიას, ვინ სთხოვს მას ამის შესრულებას, რა პოზიცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას და იხარჯება თუ არა კულტურის ცენტრის თანხა შენობის შესაკეთებლად _ ამის შესახებ, ვრცლად მოგვიანებით გიამბობთ.