https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა განადგურებულ ექსპონატებზე _ მშენებლობა ურთიერთბრალდებების ფონზე

13:06; 19.06.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სველი ექსპონატები, დაზიანებული კედლები, აყრილი იატაკი, გადახდილი სახურავი, განადგურების პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი არ ცხრება.

10 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მუზეუმი ექსპოზიციის გარეშე დარჩა. თანამშრომლები პასუხისმგებლობას ფოლკლორის ცენტრს აკისრებენ, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი კი, მუზეუმში არსებულ სიტუაციას „ძლიერ ემოციას“ უკავშირებს და ამბობს, რომ აჟიოტაჟი არაფრის გამო შეიქმნა. ის ამაში ჟურნალისტებსაც ადანაშაულებს: “თქვენ, რომ ამბობთ ინგრევაო, კი არ ინგრევა, შენდება“.

ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მუზეუმი 81 წლისთავს ექსპოზიციის გარეშე ხვდება. მისივე თქმით, მუზეუმი დღეს, ფაქტიურად აღარ არსებობს.

“როცა მუზეუმი დამთვალიერებელს ვეღარ ღებულობს, მისი ფუნქცია ნულია, რაც შეეხება ექსპოზიციის მოშლას,  ეს უკავშირდება ფოლკლორის ცენტრის მშენებლობას, დავიწყოთ იქედან,  რის გამო განადგურდა მუზეუმში არსებული ექსპოზიციები “_ამბობს დირექტორი.

“ _ სამწუხაროდ 81 წლისთავს ჩვენ ვხვდებით ექსპოზიციის გარეშე, აბსოლუტურად ყველა ნივთი ფონდებშია გადატანილი, რომელიც არც ისე კარგ პირობებშია, ეს ყველაფერი კი საიდან დაიწყო? _  მუზეუმი ორი ფლიგელისაგან შედგებოდა, ერთი მხარე იყო ადმინისტრაციული ნაწილი და მესამე სართულზე განთავსებული იყო ხელნაწერთა ფონდი, ხოლო მეორე ნაწილში კი ძირითადად ექსპოზიცია იყო  განთავსებული.  2014 წელს საკრებულოს გადაწყვეტილებით, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე ბრძანდებოდა. მუზეუმის მარჯვენა ფლიგელი გადაეცა ფოლკლორის ცენტრს.  გაკეთდა პროექტი, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ დავტოვეთ იმ ფლიგელში ხელნაწერთა ფონდი, ადმინისტრაციული კაბინეტები, დიდი დარბაზებიც.

ასევე ამ პროექტის ფარგლებში შევიდა ფასადების მთლიანი რემონტი და ოთხივე მხარეს დაიგეგმა ვიტრაჟების გაჭრა. ამან გამოიწვია ამ საექსპოზიციო დარბაზების დაჭრა, ავალაგეთ ექსპოზიცია და დავაბინავეთ ფონდებში. ამ გაჭრის შედეგად ისეთ მდგომარეობაშია დარბაზები, რომ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება, მას უნდა ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი. აბსოლუტურად წყობილებიდან არის გამოსული იატაკი, კედლები, ჩამონგრეულია ჭერი. კი ხედავთ რა მდგომარეობაშიც ვმუშაობთ, სულ ორი ოთახი გვაქვს, არ გვაქვს სველი წერტილები, თავისთავად არ გვაქვს გამოფენა, _ ფაქტიურად მუზეუმი აღარ არსებობს. ამ დროისთვის მუზეუმის პროექტი არ არსებობს. სანამ პროექტი არ არსებობს რა თქმა უნდა მის რეაბილიტაციაზე საუბარი ზედმეტია. ფირმის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რაც დავაზიანე, იმას შევაკეთებო, მაგრამ  ისეთ დღეშია მეორე სართულზე საექსპოზიციო დარბაზები, რომ იმას შეკეთება არ შველის, მისი აღდგენა შეუძლებელია. ფაქტიურად ექსპოზიციის გარეშე ვართ დარჩენილები“, _ამბობს გოგა ტრაპაიძე.

“ქვის ხანაშიც არ იქნებოდნენ ასეთ დღეში, ადგილობრივი მუზეუმი განადგურებულია ., ფოლკლორის ცენტრის მშენებლობამ გაანადგურა მუზეუმი, დაზიანებულია ძირითადი ფონდსაცავი, დაგვიზიანა ხელნაწერები, რომ გადავარჩინოთ ეს ექსპონატები ამისთვის ვიბრძვით.  სანამ ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა დაიწყებოდა, ჯერ გვეშველა ადგილობრივისთვის, ჩვენი მუზეუმისთვის და მერე გაეკეთებინათ, ერთის ხარჯზე მეორე გავაფუჭოთ, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო.  მოხდა პირიქით, შენდება ცენტრი და ინგრევა მუზეუმი. რომ ჰკითხოთ,  ტურიზმს ავითარებენ, მუნიციპალიტეტმა ორი მუზეუმი გახსნა და აქ დაანგრიეს“,_ამბობენ მუზეუმის თანამშრომლები.

ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მუზეუმის თანამშრომლები ფოლკლორის ცენტრისკენ ხელს უსამართლოდ იშვერენ:

“იქნებ ჰკითხოთ მუზეუმის თანამშრომლებს, რატომ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას? რა არგუმენტი აქვთ აქვთ, რომ ჩვენკენ იშვერენ ხელს?“, _ აცხადებს სურგულაძე.

_ ბატონო ავთანდილ, თქვენ ბრძანდებოდით მაშინ, საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც მიიღეთ გადაწყვეტილება მუზეუმის მეორე ფლიგელზე აშენებულიყო ფოლკლორის ცენტრი, მშენებლობამ გამოიწვია ნგრევა, კედლების დაზიანება და ფაქტიურად განადგურებაც კი. თანამშრომლები ამბობენ, რომ თქვენ არ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჯერ უნდა მომხდარიყო მუზეუმის რეაბილიტაცია და შემდეგ ახალი შენობის აშენება, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ კი,  ბატონო,  დიახ ვიყავი, საკრებულოს თავმჯდომარე და  რა მერე, არ მივიღე სწორი გადაწყვეტილება?! რატომ განადგურდა ვერ ვხვდები, მუზეუმი, ალბათ, გახსოვთ ისედაც, როგორ  ავარიულ მდგომარეობაში იყო. როცა მე საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთობლიობაში ყოფილიყო მუზეუმი და ფოლკლორის ცენტრი, სტუმრებისთვის მომხიბვლელი იქნებოდა. ანუ ერთ მხარეს ფოლკლორის ცენტრისთვის ინვესტიციებს მოიზიდავდა ფოლკლორის ცენტრი, მეორე ფლიგელს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ფოლკლორის ცენტრმა შეასრულა ეს ვალდებულება, უფრო მეტიც, მარტო ჩვენს კი არა, მთლიან სახურავს აკეთებს, მთლიანად აგერ ფასადიც კეთდება. როცა ჩამოდიოდა მშენებლები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეადგინა პროექტი, როცა დასრულდა ერთი მხარე, მეორე მხარეს კი ქალაქის მერს მოთხოვეს, რომ გთხოვთ გამოგვიგზავნეთ დაკვეთა, მეორე მხარის პროექტირებაზე, ქალაქის მერმა მეორე დღესვე შეადგინა ეს პროექტი და გააგზავნა , ეს თემა კი დაევალა მუნიციპალურ ფონდს დასაფინანსებლად, შემდეგ შეიცვალა მინისტრი , ბოლოს რომ იყვნენ ჩამოსულები ასე ითქვა, რომ შეიცვლებოდა სახურავი მთლიანად.  სახურავი რომ კეთდება, შეიძლება იქ მოხდეს პატარა რამ, მშენებლები ხელს უწყობს, რემონტდება ესეც ჟურნალისტებმა დაწერეთ,  რომ ინგრევა მუზეუმიო, კი არ ინგრევა, პირიქით შენდება, კეთდება, გარემონტდება მუზეუმიც, საქმის კურსშია არჩილ თალაკვაძეც, გუბერნატორიც, ქალაქის მერიც ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ეს ხმაური ატეხილია არაფრის გამო, უყურადღებობა გამოიჩინა ალბათ მშენებლებმაც, ცოტა მუზეუმმაც, ამიტომ ფოლკლორის ცენტრი არაფერ შუაშია. ამხელა ინვესტიცია არ განხორციელებულა არსად, ორი მილიონი ჯდება რეაბილიტაცია, რატომ იშვერენ ფოლკლორის ცენტრის მიმართულებით ხელს არ ვიცი“, _ ამბობს სურგულაძე.

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნავს, რომ პირადად შეხვდა იმ ფირმის დირექტორს, ვინც ფოლკლორის ცენტრისა და მუზეუმის რეაბილიტაციას აწარმოებს:

“მე და დავით ღონღაძე ადგილზე გავეცანით სიტუაციას. შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ სამშენებლო კომპანია დაზიანებული ექსპონატების რეაბილიტაციაზე მთლიანად აიღებს პასუხისმგებლობას. საბედნიეროდ ხელნაწერები განადგურებული არ არის და აღდგენას ექვემდებარება“, _ აცხადებს სიორიძე. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მწვანე აფთიაქი

„ვარსკვლავი“ თოჯინები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო