დიდი ბრიტანეთში, ჩეშირის საგრაფოში სამშენებლო ამწეს ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ქრიუში მოხდა. ამწეს დაცემის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.