25 ივნისს, 11 საათიდან სოფელ ტანძიაში საერთო-სახალხო დღესასწაული ,,საბაობა 2017“ აღინიშნება. დიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 359-ე წლისთავი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში მასშტაბურად ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება.
12:00 საათზე _ მუზეუმის დარბაზში ჩატარდება 2015-2016 წელს კურსამთავრებული 17 მედალოსანის (10 ოქრო და 7 ვერცხლი) დაჯილდოების ცერემონიალი;
13:30 წუთზე წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, აღევლინება სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
პროგრამის ფარგლებში სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია შეეძლებათ. მოეწყობა გამოფენა- გაყიდვა და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია.
13:00 საათზე -კონცერტი ,,საბაობა-2017“ დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შავფაროსნების სოლო პერფორმანსი ცოცხალი მუსიკის თანხლებით – წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნების იარაღისა და სამოსის ჩვენება.
ერთად ვაქციოთ ,,საბაობა 2017“ საერთო-სახალხო დღესასწაულად!