ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტის ფარგლებში, “ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე” ექსტრემალური შეჯიბრი გაიმართა ოფროუდში.
ტურის ფარგლებში, კოლონა „შავი ზღვის არენას“ გავლით კურორტ გომისმთის მიმართულებით გაემართა, სადაც დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდა, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებული ოფროუდერები.
გამარჯვებულს სიგელები და თასები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა.