პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია სრულდება. საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
თუმცა რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ გამოირიცხება. დეპუტატებმა გუშინ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს კენჭი ვერ უყარეს, სხდომა დახურულად გამოცხადდა და შესაბამისად, დღეს განახლდება.