https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტყვე გურულისა და ჩეხი გოგონას სიყვარული საუკუნის შემდეგ გრძელდება

10:07; 3.07.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ისტორია ასე იწყება – გასულ საუკუნეში,  ჩოხატაურის სოფელ შუა სურებიდან,  პირველ მსოფლიო ომში  ერთი გურული ბიჭი,  თეოფილე შათირიშვილი წავიდა. დაზუსტებული მონაცემები,  ეს მოხალისედ წასვლა იყო თუ მოკავშირეთა ძალებში მყოფი  რუსეთის იმპერიიდან  რიგითი  ჯარისკაცის ომში  წასვლა, არ მოიპოვება.  შთამომავლების მოყოლილი ამბის მიხედვით, რასაც  არაერთი თანასოფლელიც ადასტურებს, ომის პერიოდში თეოფილე შათირიშვილი ტყვედ ჩავარდნილა. ომის დასრულებამდე ის ჩეხოსლოვაკიაში,   ქალაქ ბრნოსთან ახლოს,  რაკვიცაში,  ერთ-ერთი  მკვიდრის იაკობ მახაჩის ოჯახში მოსამსახურედ  გაუმწესებიათ.  დროთა განმავლობაში, ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა დამყარებულა,  მასპინძლის ქალიშვილს ტერეზა მახაჩსა და თეოფილე შათირიშვილს ერთმანეთი შეყვარებიათ და დაქორწინებულან. იქ საკუთარი ხელით აშენებული სახლიც  ჰქონია, რომელიც საქართველოში წამოსვლის დროს, როცა ერთი ქალიშვილი ანა სამი წლის ყოფილა, გაუყიდია.  ასე დაბრუნებულა შუა სურებში თეოფილე შათირიშვილი, სადაც მამაპაპურ ცხოვრებას შედგომია, შეძენია კიდევ ერთი ქალიშვილი _ თამარი და ისე, როგორც ზღაპარშია, ცხოვრობდნენ ბედნიერად.

მოულოდნელად მომხდარა ტრაგედია _ თეოფილეს გარდაცვალებას დაურღვევია ეს მყუდროება. ის ხიდან ჩამოვარდნილა, რაც სიკვდილით დასრულებულა.  მარტო დარჩენილ ჩეხ ქალბატონს, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა, შვილების ობლად გაზრდა მოუხდა.  შვილების გადმოცემით, ის ხშირად ითხოვდა, თურმე, საბჭოთა  მთავრობისგან, მიეცათ ჩეხოსლოვაკიაში წასვლის უფლება. თუმცა, პასუხად ისმოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ შვილების გარეშე.  ასე გაზარდა  შვილები ქართველების რძალმა ჩეხმა ქალბატონმა, რომელმაც 90  წელი იცოცხლა  და იქვე,  სოფელ შუა სურებშია  დაკრძალული. ჩეხი გოგონასა და გურული ტყვე ბიჭის სიყვარულის ისტორიამ,  არათუ  შვილების,  ანას და თამარის შთამომავლების ხსოვნაშიც დაიკავა ადგილი და სოფელ სურებშიც  ლეგენდასავით დარჩა.

დღეისთვის, ანას და თამარის შთამომავლები გურიაში _ ჩოხატაურსა და ოზურგეთში და თბილისში ცხოვრობენ.  დიდი ბებიის  ჩეხ ნათესავებთან დაკავშირების  სურვილი არაერთხელ ჰქონდათ, რაც გასული წლის ივნისში აუხდათ.

 როგორც თეოფილე შათირიშვილის შვილთაშვილი თეა ბარამიძე და შვილიშვილი შაქრო კალანდაძე გვიამბობენ, გასულ წელს , ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები ქართველი ექიმის, გვანცა ხარაიშვილის დახმარებით მიაკვლიეს დიდი ბებიის, ტერეზა მახაჩის ძმის შვილიშვილებს.

„ეს იყო უდიდესი ემოცია. ჩვენგან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც გვანცა ხარაიშვილმა   მიიტანა სოფელ რაკვიცეში (ბრჟეცლავის რაიონი), მალე რადიოთი გადასცეს.   პასუხს დიდხანს არ დაუგვიანია.  გაგვაგებინეს,  რომ დიდი ბებიას,  ტერეზა მახაჩის ძმის შვილიშვილები იქ ცხოვრობდნენ და ჩვენი შეხმიანება მათაც ემოციით მიიღეს.  მიგვიწვიეს ჩეხეთში.  შთამომავლები: სულიკო ბარამიძე, მზია მემანიშვილი, ნინო ბარამიძე, ია ჯიბუტი, სალომე სრესელი და მე  შარშან, ივნისში ჩავედით ჩვენს ჩეხ ნათესავებთან. ისეთი სითბო, რაც ჩვენ იქ დაგვხვდა, საქართველოში არსად მინახავს და მიგრძნია. არ ვიცი, იქნებ,  მეჩვენება… იქნებ, ეს დიდი სიხარულითა და ტკივილით ნასაზრდოები ემოციაა, მაგრამ  ნამდვილად ასეა“, _ გვეუბნება  თეა ბარამიძე, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

შეპირებისამებრ,  ჩეხი ნათესავები  ტერეზა მახაჩის  ძმის შვილიშვილები, სამი და: მილენა ზლამანოვა,  იაროსლავა იასინკოვა   და მარია იურეჩკოვა  მეუღლესთან, ოლდრიჟ იურეჩკასთან ერთად საქართველოს,  ჯერ თბილისს და მერე  კი გურიას ესტუმრნენ.

თეოფილე  შათირიშვილის შვილიშვილი შაქრო კალანდაძე ახლა 70 წლისაა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. სწორედ ის გვეწვია „გურია ნიუსის“ რედაქციაში:

_  დღეს ჩემს უნახავ  ჩეხ ბიძაშვილის შვილებს ველოდები და გვესტუმრეთ, მინდა,  ქვეყანამ იცოდეს,  რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული ორი ეროვნების ადამიანის სიყვარული, რომელმაც  ტყვეობაში ჰპოვა დასაბამი და თავისუფლებაში დასასრულის გარეშე გრძელდება, ხელახალ სიცოცხლეს იწყებს, _ გვეუბნება ის და  მისი მეუღლე,  ასმათ გოგოძე განაგრძობს,  _ „ემოციას ვერ მალავს,  დღეს ჩვენი სტუმრები არიან  ჩეხი ნათესავები.  ასეთ რამეს ხშირად მხოლოდ ზღაპარში წაიკითხავ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდა ზღაპრული ამბავი, რასაც, დარწმუნებული ვართ,   შვილთაშვილებიც მოუყვებიან ერთმანეთს“…

დებმა, მილენამ, მარიამ და იაროსლავამ ცრემლებით უფრო მეტი თქვეს, მასპინძლებს კი საჩუქრად ჩეხური სუვენირები და ლუდი გადასცეს. გაიხსენეს თუ რამ გაეგონათ დიდი ბებია-ბაბუების შესახებ და განახლებული ურთიერთობის განმტკიცებისკენ  მოუწოდეს ერთმანეთს.   სტუმრებს ძალიან გაუხარდათ  თეოფილე  შათირიშვილისა და ტერეზა  მახაჩის ერთადერთი,  ოდნავ  გახუნებული ფოტოსურათის ნახვა.

სტუმარ-მასპინძლების _ ბიძაშვილ-მამიდაშვილების შვილიშვილების მოდგმა,  ჩეხეთსა და საქართველოში აპირებენ  გააგრძელონ ის ურთიერთობა,  რასაც, მათივე თქმით,  კაცთა მოდგმის ენაზე,  უსასრულო სიყვარული  ჰქვია და რომელსაც, ვერ აბრკოლებს ვერც ენობრივი,  ვერც  ეროვნული  და ვერც ტერიტორიული  ბარიერი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

აბიტურიენტის "ყველაზე აქტიური გულშემატკივარი"

სუს-ის უფროსის ქონება და შემოსავლები

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

8:27; 15.09.2026
პოლიტიკა

“სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეფორმა” – გივი მიქანაძე

8:26; 15.09.2026
მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო