მუნიციპალიტეტის გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პირველი ივლისიდან აღარ მოეთხოვებათ. ამ დროიდან ახალი კანონი ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც აღარ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.
გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლებიან, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ. კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ მხოლოდ რიგით საჯარო მოხელეებს ავალდებულებს წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმება.