წაღვერში, არჯევანის ტყის მასივში მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ადგილზე ჩაფრინდა ვეტმფრენიც.
ჩვენივე ინფორმაციით, ტყვის მასივი, სადაც ხანძარია, მიუდგომელ ადგილზეა. როგორც ცნობილია ცეცხლი დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობზეა.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა.
ფოტო – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო