https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„შეიძლება ნებისმიერს დაემუქროს საფრთხე“ _ შეეწირა თუ არა მოსამართლე კლანურ დაპირისპირებას

14:07; 26.07.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი უარყოფითად აფასებს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.

ნაზი ჯანეზაშვილის მისი გადაყენებისთვის მხარი არ დაუჭერია და მიიჩნევს, რომ ეს არც საბჭოს სხვა წევრებს უნდა გაეკეთებინათ, რადგან საკითხი სამართლებრივად გაუმართავი და დაუსაბუთებელია.

რა სამართლებრივ უზუსტობებს შეიცავს საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება, შეეწირა თუ არა გიორგი ებანოიძე სასამართლო სისტემაში მოქმედ კლანს და როგორ შეძლებს საბჭო შეცდომის გამოსწორებას, _ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ესაუბრა.

_24 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაეერთიანებინა კოლეგიები და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძე გადაეყენებინა თანამდებობიდან. იყო თუ არა თქვენთვის ეს საკითხი ცნობილი საბჭოს სხდომამდე?

_ ზოგადად, კოლეგიებთან დაკავშირებული ფორმირების  საკითხი დღის წესრიგში შესული იყო, მაგრამ სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის გათავისუფლების საკითხი არ იყო დღის წესრიგში. გარდა ამისა, კოლეგიების გაერთიანების  შესახებ პროექტი, რომელიც უშუალოდ სხდომაზე მომზადდა, არ იყო წინასწარ ატვირთული და ჩვენ არ გვქონდა  ინფორმაცია, რომ წინასწარ გავცნობოდით, მოვმზადებულიყავით  და გვქონოდა ჩვენი მოსაზრებები. ეს პირობაც არ იყო დაცული. ზოგადად აუცილებელია, რომ საბჭოს წევრებისთვის წინასწარ იყოს ინფორმაცია ცნობილი; რა სამართლებრივი საფუძვლით ხდებოდა კოლეგიის თავმჯდომარის გათავისუფლება, თავდაპირველად ცნობილი არ იყო, ეს გვეცნობა სხდომის მიმდინარეობისას.

_კონკრეტულად თქვენ არ გქონდათ ინფორმაცია თუ საბჭოს ყველა წევრს?

_ზოგადად, როდესაც საბჭო დღის წესრიგს და ინფორმაციას წინასწარ ტვირთავს საიტზე საბჭოს წევრებისთვის, თანმდევი დოკუმენტებით. სამართლებრივი საფუძვლები ჩვენთვის ელექტრონული სისტემით არ იყო წინასწარ გაზიარებული. მქონდა ინფორმაცია მხოლოდ კოლეგიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც საჯაროდაც იდო. მეტი ინფორმაცია ამის შესახებ არ მქონია.

_რაც შეეხება თავად გიორგი ებანოიძის გადაყენების საკითხს?

_ეს დღის წესრიგში არ ყოფილა და ბუნებრივია, არც წინასწარ გვქონდა ინფორმაცია. მისი დანიშვნის აქტი, როდესაც 2016 წელს დაინიშნა კოლეგიის თავმჯდომარის პოზიციაზე ის აქტი ცნეს ძალადაკარგულად. ეს პროექტი შემდეგ მოამზადეს სხდომაზე.

_როგორც აღნიშნეს, გიორგი ებანოიძის გადაყენების საკითხი კოლეგიების გაერთიანებამ გამოიწვია…

_დიახ, მისი კოლეგია აღარ არსებობს. არის სრულიად სხვა კოლეგია.

_კოალიცია „თავისუფალი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელმაც დღეს განცხადება გაავრცელა, აღნიშნავს, რომ ებანოიძის გადაყენება და კოლეგიების გაერთიანება კანონის გვერდის ავლით მოხდა. როგორია თქვენი შეფასება, არის თუ არა ეს ასე?

_ჩემი შეფასებით, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სამართლებრივი პრობლემები.

_კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ანუ როგორ მიიღო გადაწყვეტილება საბჭომ, როგორ ცნო ძალადაკარგულად ებანოიძის დანიშვნის ბრძანება; აქ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საკითხიც, რომელიც ზოგადად არ ვრცელდება იუსტიციის საბჭოს საქმიანობაზე. სამართლებრივი პრობლემები აქვს ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ ამაზე საჭიროა საუბარი.

_რა ბერკეტი გაქვთ რომ გამოასწოროთ „სამართლებრივი პრობლემა“? და თუ შეიძლება ამის გამოსწორება საერთოდ?

_ამის გამოსწორება შესაძლებელია თუკი საბჭო შეცვლის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ ვიცი რამდენად შესაძლებელია. ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი  პრობლემები აქვს და არაერთი.

_როგორც ცნობილია გიორგი ებანოიძე არც საბჭოს ამ სხდომაზე ყოფილა და არც იცოდა საკითხთან დაკავშირებით…

_საბჭოს სხდომაზე არ იყო მოწვეული, მისთვის არ მოუსმენიათ და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი მან გადაწყვეტილების შესახებ მისი მიღებიდან მეორე დღეს გაიგო.

_ითვლება თუ არა ეს დარღვევად?

_კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მის მოწვევას, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელმაც დასაბუთებული, დამაჯერებელი, სანდო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ამ პრინციპებს თუ გავყვებით, თუ გვინდა რომ მოსამართლეები გვენდობოდნენ, ამ შემთხვევაში, ის სხდომაზე უნდა მოგვეწვია. მისი აზრი მოგვესმინა არა გათავისუფლებაზე, არამედ კოლეგიების გაერთიანებაზე, რადგან ის იყო ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე. და იმაზეც,  რამდენად შეუწყობს ხელს კოლეგიების გაერთიანება გაჭიანურებული საქმეების შემცირებას. თუმცა, კანონმდებლობა, რეგულაციები და რეგლამენტი ამას არ ადგენს. ეს შეიძლება კანონის ხარვეზადაც ჩაითვალოს. რეგლამენტი, როგორც აღვნიშნე, ამას არ ითვალისწინებს, თუმცა შეგვეძლო მოგვეწვია და ეს პროცესი ბევრად სანდო იქნებოდა.

_გარდა ამისა, მინდა გკითხოთ ებანოიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ მას არ გააჩნია მენეჯერული თვისებები და ვერ უმკლავდება საქმეებს. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ეს არგუმენტი?

_ჩემთვის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ არის მნიშვნელოვანი რამდენად კარგი თავმჯდომარე იყო ებანოიძე. ეს საკითხი არ დამდგარა – ჩვენ იმიტომ ვათავისუფლებთ მას რომ ცუდი თავმჯდომარეა თუ იმიტომ, რომ კოლეგიები გაერთიანდა? მე როგორც საბჭოს სხდომაზე მოვისმინე მთავარ არგუმენტად, მისი გათავისუფლების მიზეზი კოლეგიების გაერთიანება გახდა, თუმცა თქვენს მიერ ხსენებულმა ბრალდებამაც გაიჟღერა. თუ ამის გამო მოხდებოდა მისი გადაყენება, მაშინ ვისურვებდი, რომ სრულიად სხვა პროცედურებით წარმართულიყო საკითხი. საკმაოდ მნიშვნელოვანია მოსამართლის ავტორიტეტი, მაშინ, როდესაც პრობლემები ისედაცაა სასამართლო სისტემაში. მის მენეჯერულ თვისებებზე ასე საუბარი, ვფიქრობ, მისაღები არ არის. ამაზე სხვა ფორმატში შეიძლებოდა გვესაუბრა და სხვაგვარად დაგვესვა საკითხი. თუ კოლეგიები იმიტომ გაერთიანდა, რომ ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე ცუდი მენეჯერი იყო, ეს უკვე სხვა თემაა.

ეს აგზავნის ცუდ შეტყობინებას მოსამართლეთა კორპუსში, რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემუქროს მსგავსი ტიპის საფრთხე. მოსამართლე პირველ რიგში მოსამართლეა და შემდეგ აქვს მას მენეჯერული ფუნქციები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ აყენებს მის პროფესიონალიზმს. ყოველ შემთხვევაში, საბჭო ასეთი გადაწყვეტილებით ამას ამბობს. ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა და ძალიან ცუდ შეტყობინებას გზავნის მოსამართლეთა კორპუსში. ჩვენ მოსამართლეთა კორპუსს უნდა ვაძლიერებდეთ, ვუქმნიდეთ დამოუკიდებლობის გარანტიებს, სრულიად სხვა დამოკიდებულებას უნდა ვავლენდეთ მათ მიმართ და როცა ასე საჯაროდ გამოვდივარ, ვსაუბრობთ, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილების მიზეზი დაკისრებული მოვალეობისთვის თავის ვერგართმევა იყოს, ვფიქრობ, ეს სასამართლო სისტემას ძალიან დიდ ზიანს აყენებს.

_არასამთავრობო სექტორი დიდი ხანია საუბრობს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე. კოალიციის დღეს გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ „სასამართლო სისტემა არა კანონის საფუძველზე, არამედ კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იმართება“. ხომ არ შეეწინა სწორედ ასეთ კლანურ დაპირისპირებას ებანოიძე?

_საკმაოდ მწირი ინფორმაცია მაქვს უშუალოდ გიორგი ებანოიძესთან დაკავშირებით; იმასთან დაკავშირებით არის თუ არა ის კლანში, ან არის თუ არა ზოგადად ვინმესთან. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რაც საჯაროდ ვრცელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბუნებრივია მიუღებელია, ასეთი ტიპის კლანებს ადგილი ჰქონდეს სასამართლო სისტემაში. სასამართლო არის მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენს ქვეყანაში და ასეთი განცხადებები დიდ ზიანს აყენებს მას.

შენიშვნა: „გურია ნიუსი“ ამ დრომდე ელოდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით. კომენტარის მოწოდების შემთხვევაში მათ მოსაზრებას უცვლელად შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

პრეზიდენტის ვეტო არის მთლიანად დაუსაბუთებელი - ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო